სპორტი
25.11.2026 11:13
„გორი“ „თელავს“ დაუპირისპირდება

გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ „თელავს“ დაუპირისპირდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრა ხვალ, 26 ნოემბერს ჩატარდება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება და ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი (თბილისი) უმასპინძლებს.

გასული ტურის შეხვედრა გორის გუნდმა ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს წინააღმდეგ გამართა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

ცნობისთვის, ამჟამად „გორი“ სატურნირო ცხრილში 38 ქულით მეათე პოზიციაზეა.

კვირის ამბები