
გორელები მრავალი წელია თავს იწონებენ გორული კატლეტით. უამრავი გურმანი გორს სწორედ იმიტომ სტუმრობს, რომ გორული კატლეტი დააგემოვნოს.
აღნიშნული კერძის მომზადების ტექნოლოგია, გასული საუკუნის 70-იან წლებში, გივი აბუაშვილმა შეიმუშავა, რომელიც სასტუმრო „ინტურისტის“ რესტორანში შეფ მზარეულად მუშაობდა და მისი ნახელავი არაერთ ცნობილ ადამიანს გაუსინჯავს.
გაეცანით მის საფირმო რეცეპტს, რომელიც „გორის მაცნეს“ ოჯახის წევრებმა გაუმხილეს.
ინგრედიენტები:
ფარშის მომზადება: გაატარეთ თანაბარი რაოდენობის საქონლის და ღორის ცხიმიანი ხორცი. შეაზავეთ გატარებული ხახვით, ნივრით, მწვანილით, მარილით და წიწაკით. სურვილის შემთხვევაში, ფარშს დაუმატეთ კვერცხი და სუნელები.
შეგემებული მასა ხორცსაკეპ მანქანაში ხელახლა გაატარეთ რამდენჯერმე. ამის შემდეგ ფარში ხელით კარგად დაზილეთ, სანამ მაქსიმალურად არ დარბილდება და ერთგვაროვან, კარაქივით ნაზ მასას არ მიიღებთ.
მომზადებული ფარშისგან ხელით გააკეთეთ კატლეტები. გაითვალისწინეთ, გორული კატლეტი არ უნდა იყოს თხელი - მიეცით მას სქელი, მოცულობითი ფორმა.
კატლეტები ამოავლეთ ფქვილში და მოათავსეთ წინასწარ კარგად გაცხელებულ, ცხიმიან ტაფაზე.
გაითვალისწინეთ: ტაფას თავსახური მხოლოდ მომზადების ბოლო ეტაპზე დააფარეთ, რათა კატლეტი შიგნითაც კარგად მომზადდეს.