

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ მარიამ ნუკრაძემ 59-ე საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე - „Virtuosi per musica di pianoforte“ („საფორტეპიანო მუსიკის ვირტუოზები“) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა პიანისტმა მსმენელის წინაში იოჰან სებასტიან ბახის პრელუდია და ფუგა, იოზეფ ჰაიდნის სონატა, მორიც მოშკოვსკის ეტიუდი და ფრანც ლისტის - „ვალს-ექსპრომტი“ შეასრულა.
მარიამ ნუკრაძე სამუსიკო სკოლის VI კლასის მოსწავლეა და მისი პედაგოგო ქეთევან ჯანდიერია.
საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი ჩეხეთში, ქალაქ უსტი-ნად-ლაბემში ჩატარდა. ღონისძიებაში 16 წლამდე ასაკის პიანისტები მონაწილეობდნენ.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი