საზოგადოება
24.11.2026 12:36
ვარიანის საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლა ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, სახელფასო ანაზღაურება კი 462 ლარია.

ენისა და მეტყველების სპეციალისტის მსურველობის კანდიდატი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ლოგოპედიის, სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის ან პედაგოგიკის მიმართულებით.

შეეძლოს: მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების, სმენითი აღქმის უნარის შეფასება და აღნიშნულის საფუძველზე მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმის შედგენა, ასევე, მეტყველების და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური სამუშაოების განხორციელება;

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს სკოლაში ან სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება და სცნობდეს ბავშვთა განვითარების თავისებურებებსა და დარღვევებს.

მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 30 ნოემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. Ge და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები