კულტურა
24.11.2026 10:40
გორის თეატრში „მუსუსის“ ბოლო საპრემიერო ჩვენება 28 ნოემბერს გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, 28 ნოემბერს „მუსუსის“ მესამე საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან.

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მაყურებელს რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი წარუდგენს. წარმოდგენაში კი დაჩი ბაბუნაშვილი, ელენე დარჩია, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, გური შენგელია, ირაკლი სიქტურაშვილი, ნუკა ქევხიშვილი და კესანე ზაზუნაშვილი მონაწილეობენ.

მუსიკალური გაფორმება მარიამ კაპანაძეს ეკუთვნის (სპექტაკლში გამოყენებულია ჯანსუღ კახიძის მუსიკა). ქორეოგრაფი ნანა ბიბილაშვილი, მხატვარი სანდრო ჯავახიშვილი რეჟისორის თანაშემწე კი ალექსანდრე ოქროპირიძეა.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში (0370 27 79 32; 577 39 03 50) და საიტზე: biletebi.ge შეუძლია.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 16+.

კვირის ამბები