საზოგადოება
20.11.2026 17:00
გორის თეატრში 22 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლის ჩვენება გაუქმდა

გ. ერისთავის სახელობის თეატრში, კვირას, 22 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლის - „ორთა ბოდვა“ ჩვენება გაუქმდა.

როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, გადაწყვეტილება ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღესთან დაკავშირებით მიიღეს.

„სამძიმარს ვუცხადებთ 19 ნოემბერს, ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და სრულიად საქართველოს. გაცნობებთ, რომ 22 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლის - „ორთა ბოდვა“ პრემიერა უქმდება.

დაბრუნებას ექვემდებარება როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www. biletebi. ge  შეძენილი ბილეთები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 79 32  577 39 03 50“, - აცხადებენ თეატრში.

კვირის ამბები