საზოგადოება
20.11.2026 16:29
გორის მუნიციპალიტეტის მერი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას, გარდაცვლილთა ოჯახებს კი გამძლეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია კონსტანტინე ბუზალაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექვსი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

კვირის ამბები