

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის დარიგების პროცესი დაიწყო.
ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ცხრა ოჯახს კეთილმოწყობის სამსახურმა შეშა უკვე გადასცა.
მოქალაქეების მიმართვიანობის გათვალისწინებით, დახერხილი სათბობი მასალა კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე მიაქვთ.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრის და გადაბელვის შედეგად დაგროვილი საშეშე მერქანი, გასული წლების მსგავსად, მომართვიანობის გათვალისწინებით ნაწილდება. სოციალურად დაუცველმა პირებმა, სათბობი მასალის მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის მერიას ( გრიგოლ ფერაძის ქუჩა №5) უნდა მიმართონ. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბენეფიციარებს შეშა ეტაპობრივად გადაეცემათ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი