საზოგადოება
20.11.2026 10:50
ზეღდულეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო და სპორტული სივრცის, ფანჩატურების, ქვიშის მოედნის და განათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.

რეკრეაციულ სივრცეში განხორციელდება გამწვანებითი სამუშაოები და ტერიტორიაზე განთავსდება დასასვენებელი სკამები.

კვირის ამბები