
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს.
ჩემპიონატი 2012-2013 წწ. დაბადებულთა შორის ტარდება. შეჯიბრის ფარგლებში, გორელებმა მეოთხე შეხვედრა ჩაატარეს და „ზესტაფონი“ 31:18 დაამარცხეს.
აღნიშნულ მატჩში გორელთაგან ყველაზე მეტი გოლის ავტორი საბა გოგშელიძეა (თორმეტი გოლი), პაატა ჯობნიაშვილის ანგარიშზე ათი გოლია. დავით ბერძნიშვილმა საკუთარი გუნდი ოთხი, გუგა გვიმრაძემ კი ორი გოლით დააწინაურა. დავით ჯაბანაშვილმა, შოთა ახალკაცმა და გიორგი გორგიშელმა მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი გაიტანეს.
რაც შეეხება გასულ შეხვედრებს, გორელებმა „გლდანი“ (35:28), „კორიდა“ (41:28) და „ყვარელი“ (31:17) დაამარცხეს.
ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: საბა გოგშელიძე, პაატა ჯობნიაშვილი, გელა ბერიანიძე, დავით ბერძნიშვილი, დავით ჯაბანაშვილი, ლუკა ჩილაშვილი, ნიკოლოზ ყოჩიშვილი, შოთა ახალკაცი, გიორგი გორგიშელი, საბა სტეფანიშვილი, გუგა გვიმრაძე, გიორგი კახნიაშვილი და ტატო ბლიაძე (მწვრთნელები: ლაშა შემშენოვი, გია მამაცაშვილი).
შემდეგ შეხვედრას გორის გუნდი 28 ნოემბერს გამართავს და „ზუგდიდს“ დაუპირისპირდება.