საზოგადოება
19.11.2026 14:47
გორელი სპორტსმენი ნიკოლოზ ბიბილაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი გორელი სპორტსმენი ნიკოლოზ ბიბილაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ბიბილაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობდა. წარმატებით ასპარეზობდა ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. იყო საქართველოს ძიუდოს და სამბოს ნაკრებების წევრი.

რაც შეეხება სპორტულ მიღწევებს, ბიბილაშვილი ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის (1999 წ.) ტიტულს ფლობდა. გარდა ამისა, 2000 წელს დიდებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1999 წ.) და სამგზის (2002, 2003, 2004 წწ.) ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე დიდებში კი სამჯერ ფლობდა ბრინჯაოს მედალს (1998, 1999, 2000 წწ.).

კვირის ამბები