საზოგადოება
19.11.2026 10:40
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში სამსახურის მაძიებელთათვის გასაუბრება გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტში დასაქმების მსურველთათვის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასაუბრებას გამართავს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, შპს „აგრო უნივერსალ საქართველო“ გორში გუნდის წევრებს ეძებს, შესაბამისად, ღონისძიებაც გორში მოქალაქეთა დასაქმებას ემსახურება.

„აღნიშნული კომპანია თანამშრომლებს ეძებს სხვადასხვა მიმართულებით - კვების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მომსახურების, ტექნიკურ და წარმოების სფეროებში. ვაკანსიები გამოცხადებულია მზარეულის, მძღოლის (B ან C კატეგორია), საწყობის დამხმარეს, დიასახლისის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის და დაფასოების ხაზის ოპერატორის პოზიციებზე.

სამსახურის მაძიებელთა გასაუბრება 20 ნოემბერს, 11:00 საათიდან –13:00 საათამდე გაიმართება (მის: გორი, ნაჭარმაგევის დასახლება - შპს „აგრო უნივერსალ საქართველოს“ საწარმო“), - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

 

კვირის ამბები