საინტერესო ამბები
18.11.2026 15:13
სპორტის სახეობა, რომელშიც ქალებს გამარჯვებისთვის ბრძოლას უკრძალავდნენ

დღეს ქალთა ძიუდო ოლიმპიური სპორტის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი ისტორია საკმაოდ საინტერესო და წინააღმდეგობრივია.

იაპონიაში ძიუდოს დამფუძნებელი ძიგორო კანო სპორტის აღნიშნულ სახეობას ქალებს ჯერ კიდევ 1893 წლიდან ასწავლიდა, თუმცა, ქალთა რეგულარული სასწავლო პროგრამა მხოლოდ 1923 წელს ჩამოყალიბდა.

იმდროინდელი შეხედულებებით, ქალებისთვის შეჯიბრებები ზედმეტად სახიფათოდ მიიჩნეოდა. მათ შეეძლოთ ვარჯიში, ტექნიკის შესწავლა და გარკვეული სავარჯიშო ფორმების შესრულება, მაგრამ შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებოდათ.

ქალთა ძიუდო ოლიმპიურ პროგრამაში მხოლოდ 1992 წელს, ბარსელონის თამაშებზე შევიდა.

რაც შეეხება 21-ე საუკუნის წარმატებულ ქართველ ქალ ძიუდოისტს, 2013 წელს, ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მზია ბებოშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონატზე მედალი დაისაკუთრა.

დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ძიუდოისტია ეთერ ლიპარტელიანი. სპორტსმენი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედალს ფლობს. 2026 წლის თებერვალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის შედეგების მიხედვით ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დაასახელა. მან ასევე მოიგო ნომინაცია „წლის მოვლენა“.

კვირის ამბები