სპორტი
18.11.2026 11:17
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს

კობა კაკალაძის სახელობის ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 2011-2012 წწ დაბადებულებს შორის მესამე ადგილზე შაკო ბარამაშვილი (45 კგ.), ტატო ცხაოშვილი (62 კგ.) და დავით რაზმაძე (75 კგ.) გავიდნენ.

რაც შეეხება 2013-2014 წწ. დაბადებულთა კატეგორიას, გამარჯვებული ალეკო ტლაშაძე (44 კგ.) გახდა. ნიკა პარასკებაშვილმა (41 კგ.) და გიორგი ჭიღლაძემ (48 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელები გიორგი გოგშელიძე, ოთარ ტლაშაძე და ნიკო ტლაშაძე არიან.

კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი ბათუმში ჩატარდა.

კვირის ამბები