
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს დღეს, 17 ნოემბერს გამართავს.
რამაზ სვანაძის გუნდი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ჩატარდება და თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება. ყვითელი ბარათების გამო უკრაინასთან მატჩს გიორგი წიტაიშვილი გამოტოვებს.
„უკრაინის ნაკრების ძალა კარგად ვიცით, დიდ პატივს ვცემთ როგორც გუნდს, ისე მათ მწვრთნელს. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება. გარდა სუფთა სტრატეგიული მომენტების და ტაქტიკური მონახაზის, ძალიან ბევრს გადაწყვეტს ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა მოედანზე უნდა გამოავლინოს. ვიმედოვნებ, ხასიათის სიმტკიცე და მზაობა ჩვენგან უფრო მეტი იქნება და მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
დამამთავრებელ ფაზაში უფრო თამამები უნდა ვიყოთ. აგრესიულები უნდა ვიყოთ, როგორც უნგრეთთან პირველ ტაიმში ვითამაშეთ და კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. კარგად გვესმის, რომ სხვა შანსი აღარ გვექნება, ამიტომ ვეცდებით როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო საკითხები გამოვასწოროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ
ყოველთვის მინდა ვნახო გუნდი, რომელიც შეკრებიდან შეკრებამდე პროგრესირებს, თუმცა ეს სამომავლო თემაა. ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მთავარი უკრაინასთან მატჩია“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.