საზოგადოება
17.11.2026 11:35
17 ნოემბერი - სტუდენტთა საერთაშორისო დღე

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1946 წლის 17 ნოემბერს, პრაღაში გამართულ სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, ჩეხი პატრიოტი სტუდენტების ხსოვნის ნიშნად დაწესდა.

ამ დღის კალენდარზე მონიშვნა 1939 წლის ნოემბრის სისხლიან მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1200-ზე მეტი სტუდენტი დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, ცხრა აქტივისტი კი ადგილზე დახვრიტეს.

მიუხედავად ტრაგიკული ისტორიისა, ეს დღე ახალგაზრდების სოლიდარობის, თავისუფლებისა და განათლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მსოფლიო მასშტაბით იგი 1946 წლიდან აღინიშნება, ქართველმა სტუდენტებმა კი „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ პირველად 2009 წელს იზეიმეს.

კვირის ამბები