სპორტი
17.11.2026 11:54
ძიუდოში გამართულ ტურნირზე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს

ერევანში გამართულ ტურნირზე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს.

სპორტსმენთა ანგარიშზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.

გაბრიელ ახალკაცმა (34 კგ.) ტურნირი მეორე ადგილით დაასრულა. მესამე ადგილი კი მურად მერებაშვილმა (20 კგ.) და მათე მირძველმა (42 კგ.) დაიკავეს.

ძიუდოისტთა მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილია.

კვირის ამბები