საზოგადოება
17.11.2026 11:39
მინისტრმა რევაზ სოხაძემ გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებს და პედაგოგებს სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს, დაპირებისამებრ, 20 დღის შემდეგ კვლავ შეხვდა და სკოლის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში სამინისტრო მიიღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის საფუძველზეც დაზუსტდება უკვე შესრულებული სამუშაოების მდგომარეობა. მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მშენებლობას არსებული კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. დამტკიცებული გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში, კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება და პროექტის განხორციელებას აღმოსავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ მოცულობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს.

რევაზ სოხაძემ მშობლებს და პედაგოგებს განუმარტა, რომ სამინისტროს მიზანია, გორის №11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2027 წლის სექტემბერში განახლდეს.

 

 

კვირის ამბები