ჰოროსკოპი
17.11.2026 11:44
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ნოემბერი ასტროლოგიურად დინამიკური, მაგრამ ემოციურად ცოტა დაძაბული დღეა, რომელიც მეტ წინდახედულობას და მოთმინებას მოითხოვს.

დღე ყველაზე პოზიტიური და ნაყოფიერია თევზების, კუროს, ლომის და მერწყულის ნიშნებისთვის.

♈ ვერძი

დღე შინაგან სიმშვიდესა და ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას დაუთმეთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ეცადეთ, წვრილმანები არ გააზვიადოთ.

♉ კურო

ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეებთან ურთიერთობისა და ფინანსური თუ საოჯახო საკითხების დასტაბილურებისთვის. გეგმები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც ჩაიფიქრეთ.

♊ ტყუპები

სამსახურში საქმეების სიმრავლის გამო, შესაძლოა, გადაღლა იგრძნოთ. ნუ მოგერიდებათ კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა და პრობლემებს სხვა კუთხით შეხედეთ.

♋ კირჩხიბი

მომატებულია უაზრო კამათსა და პროვოკაციებში ჩართვის რისკი. უმჯობესია, განზე გადგეთ და მხოლოდ გამოცდილი, ტრადიციული მეთოდებით იმოქმედოთ.

♌ ლომი

წარმატება ელოდებათ მათ, ვინც პრინციპულად და გააზრებულად იმოქმედებს. იდეალური დროა იმიჯის განახლების და საქმიან შეხვედრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

♍ ქალწული

წარმატებისთვის საჭიროა კონკრეტულ ერთ საქმეზე კონცენტრირება. ურთიერთობებში მკაფიო საზღვრების დაწესება და ხარჯების გადახედვა ზედმეტ სტრესს აგარიდებთ.

♎ სასწორი

კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად და ძალების აღსადგენად. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს და დღე მშვიდ რიტმში გაატარეთ.

♏ მორიელი

ძლიერი ინტუიცია დაგეხმარებათ პირადი და საოჯახო საკითხების მარტივად მოგვარებაში. აკონტროლეთ ხარჯები და გამონახეთ დრო სრულფასოვანი დასვენებისთვის.

♐ მშვილდოსანი

ზედმეტი ფიქრი და სიტუაციის გართულება ხელს შეგიშლით - ეძებეთ მარტივი გამოსავალი. ფინანსური შეთანხმებებისას კი, ყველა დეტალი წერილობით დააფიქსირეთ.

♑ თხის რქა

დღე სავსე იქნება საინტერესო შეხვედრებით და ზარებით. მოქნილობა და ინტუიცია დაგეხმარებათ, ყველა საქმე თქვენს სასარგებლოდ წარმართოთ.

♒ მერწყული

ფინანსური სტაბილურობა საშუალებას გაძლევთ, საკუთარ კომფორტსა და სასიამოვნო შენაძენებზე იზრუნოთ. ენერგია სწორად ნაწილდება და დღე მშვიდად ჩაივლის.

♓ თევზები

დღის მეორე ნახევარში მთვარე თქვენს ნიშანში გადმოდის, რაც ემოციურ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას მოგიტანთ. შესანიშნავი დროა პირადი გეგმების გადასახედად და შინაგანი ჰარმონიის აღსადგენად.

კვირის ამბები