საზოგადოება
16.11.2026 17:19
მსოფლიოში პირველად, ლიტერატურულ პრემიას AI-ს თანაავტორობით დაწერილ წიგნზე გასცემენ

საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ლიტერატურული პრემია დააწესეს ავტორებისთვის, რომლებმაც თავიანთი ნაწარმოებები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს.

პრემიას ფრანგი მათემატიკოსის და ფილოსოფოსის, ბლეზ პასკალის სახელი ეწოდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორებს, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტი ნაწარმოების შესაქმნელად ინოვაციურად გამოიყენეს.

პრემიის დამფუძნებლების მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში ნათქვამია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებითაც ჟიური იხელმძღვანელებს. გამარჯვებული წიგნი შექმნილი უნდა იყოს ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც აქამდე არ გამოუყენებიათ. გარდა ამისა, ის არ უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური ექსპერიმენტი და მკითხველს უნდა მოუტანოს ახალი ცოდნა ან ხედვა ამა თუ იმ საკითხზე. უფრო კონკრეტულად კი, ნამუშევარი უნდა იყოს სასარგებლო, ზრდიდეს ცნობიერებას და ხელს უწყობდეს კაცობრიობის წინაშე არსებული ერთ-ერთი ეკოლოგიური, სოციალური თუ ეთიკური პრობლემის ორიგინალურ გადაჭრას.

კონკურში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. განაცხადების მიღება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გამარჯვებული დეკემბერში გამოვლინდება და ჯილდოს სახით წიგნის გამოცემის შესაძლებლობას მიიღებს.

პრემიის ყოველწლიურად გადაცემა იგეგმება.

კვირის ამბები