
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულები, საქართველოს უნივერსიტეტის გრანტი და გააზრებული არჩევანი, ლელა თარხნიშვილი და ლიზი ჩარექიშვილი იმ ათეულ სტუდენტს შორის არიან, რომელთაც საქართველოს უნივერსიტეტის შიდა გრანტის მოპოვება შეძლეს. მათი ისტორია გვიყვება მიზანდასახულობის, წარმატების და გააზრებული არჩევანის შესახებ, რომლის შემდეგაც ლიზი და ლელა, დღეს საქართველოს უნივერსიტეტის გრანტის მფობლელთა სტუდენტების რიგებში არიან. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი შედეგის დაფიქსირება გაწეული შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია. ამასთან, წარმატება მხოლოდ გამოცდების ჩაბარებით არ სრულდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანი, თუ სად განაგრძობ სწავლას და ის ფაქტორები თუ რატომ აკეთებ კონკრეტულ აკადემიურ არჩევანს, ეს ამბავი კი სწორედ ამას ეხება, იმ მიზეზებს თუ რატომ საქართველოს უნივერსიტეტი?
ლელა თარხნიშვილი — არჩევანი, რომელიც პირად გამოცდილებას დაეფუძნა
ლელა თარხნიშვილმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა დაამთავრა, დღეს კი საქართველოს უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამაზე სწავლობს. მისთვის უნივერსიტეტის არჩევისას მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც სასწავლებლის რეპუტაცია და აკადემიური შესაძლებლობები, ისე იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტთან უკვე ჰქონდათ და სწორედ პირადი გამოცდილებები გახდა მთავარი ფაქტორი საქართველოს უნივერსიტეტის არჩევის. „მიმაჩნია რომ საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს ხარისხიან განათლებასა და განვითარების მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს, ამასთან ეს არის ადგილი, სადაც განათლების მიღება ეფუძნება პრაქტიკას, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ სწორ არჩევანთან ერთად უნივერსიტეტის შიდა გრანტის მფლობელი სტუდენტი გავხდი“ ლელა თარხნიშვილი
ლელასთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების ადგილი არ არის — ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია გაიცნო საინტერესო ადამიანები, მიიღო ახალი გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულებით განვითარდე. მნიშვნელოვანია, რომ სწავლის დაწყებიდან თითქმის ერთი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მოლოდინები წარმატებით მართლდება უნივერსიტეტის მხრიდან. როგორც თავად გვიზიარებს, მოსწონს პირველ რიგში გარემო და ყველა ის შესაძლებლობა რასაც უნივერსიტეტი გარდა აკადემიური ნაწილისა, აქტიურად სთავაზობს და რაც მთავარია ეხმარება ინტეგრირების პროცეში.
ლიზი ჩარექიშვილი — არჩევანი მეგობრულ გარემოზე, ხარისხიან განათლებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებზე
ლიზი ჩარექიშვილი საქართველოს უნივერსიტეტს ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლიდან შემოუერთდა, იგი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი და გრანტის მფლობელ პირველკურსელთა რიგებშია. მისი ყურადღება უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში მიიპყრო. საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას გარდა ონლაინ პლატფორმებისა-უნივერსიტეტის ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრებით იღებდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მთავარი ფაქტორი გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნება აღმოჩნდა.
„საქართველოს უნივერსიტეტზე არჩევანი გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნების გამო შევაჩერე, ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო გამოცდილების მიღება მეორე კურსიდანვე არის შესაძლებელი, სწორედ ეს შესაძლებლობა გახდა ჩემთვის გადამწყვეტი“ - ლიზი ჩარექიშვილი
ლიზისთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელსაც სტუდენტური ცხოვრების პირველივე ეტაპიდან იღებს და რომლის გაგრძელებასაც მომდევნო წლებშიც გეგმავს. სწორედ ამიტომ, აბიტურიენტებს ურჩევს, უნივერსიტეტი საკუთარი ინტერესებისა და იმ შესაძლებლობების მიხედვით შეარჩიონ, რომელსაც კონკრეტული სასწავლებელი სთავაზობს.
ლელასა და ლიზის ისტორია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ნაწილი და ჯერ მხოლოდ დასაწყისია. უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ახალგაზრდების არჩევანს, რომლებმაც ცოდნითა და მაღალი აკადემიური შედეგებით უნივერსიტეტის გრანტის მოპო-ვება შეძლეს, რადგან ეს არჩევანი ნდობისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებაცაა, ხოლო მათი წარმატება — მოტივაცია, რომ წლიდან წლამდე უნივერსიტეტმა შექმნას უკეთესი და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობები, პროფესიული კუთხით.
R