საზოგადოება
16.11.2026 16:36
გორის სახელმწიფო უნუვერსიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატთან შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი რატი შუშიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის როლისა და მისი ძირითადი ფუნქციების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, რასაც მათ სახელმწიფო და ახალგაზრდობის სააგენტო სთავაზობს. სტუდენტებმა, ასევე,  მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობის, მისი პროგრამებისა და მიმდინარე პროექტების, სხვადასხვა ინიციატივის  შესახებ, რომლებიც მომავალი თაობის განვითარებას და გაძლიერებას ემსახურება.

 

კვირის ამბები