სპორტი
16.11.2026 14:14
85 წლის ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა
სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილმა +75 ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა.

ქართველმა დიდოსტატმა 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა, ყველა კონკურენტს აჯობა და სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, სერ­ბე­თის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ ნონა გაფრინდაშვილს სპეციალური ჯილდო გადასცა ჭად­რაკ­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის.

ინფორმაციისთვის, ნონა გაფრინდაშვილი თოთხმეტჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 1962-1978 წლებში - 5-ჯერ ქალთა მსოფიოს ჩემპიონი; +65, +75 ასაკობრივ კატეგორიაში სენიორთა შორის - 9-ჯერ.

ნონა გაფრინდაშვილი 85 წლისაა, იგი 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში დაიბადა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალია ჭადრაკის ისტორიაში, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.
კვირის ამბები