საზოგადოება
16.11.2026 11:31
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალური განვითარების ფონდის და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს.

მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდის და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.

სხდომას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვისას ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესზე, სამუშაოების ხარისხსა და შესრულების ვადებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, - აღნიშნეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.

 

კვირის ამბები