სპორტი
16.11.2026 10:56
ნუგზარ სხირელის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირზე გორელებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს

გორმა თავისუფალ ჭიდაობაში, ნუგზარ სხირელის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრში 2007-2010 წლებში დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ და ქართველებთან ერთად, ისრაელის და სომხეთის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. სპორტსმენები ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

გორელთაგან გამარჯვებულის ტიტული გიორგი მაისურაძემ (57 კგ.), აკაკი მაზმიშვილმა (74 კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძემ (92 კგ.) მოიპოვეს. მეორე ადგილზე საბა მინდიაშვილი (57 კგ.), ლუკა ტატიაშვილი (79 კგ.) და საბა პაპაშვილი (97 კგ.) გავიდნენ.

ლუკა ტეტუნაშვილმა (61 კგ.), გიორგი სიჭინავამ (65 კგ.), ლუკა ბეშიძემ (70 კგ.), დავით ყაყიტაშვილმა (70 კგ.), რატი რევაზაშვილმა (79 კგ.), გიგა ოთინაშვილმა (86 კგ.), იაკობ ქობულაშვილმა (86 კგ.), გივი კახნიაშვილმა (120 კგ.) და გიორგი სამნიაშვილმა (120 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მედლების მიხედვით, გორი გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო.

გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ცნობისთვის, ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი პირველად 2021 ჩატარდა. შეჯიბრებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს იმართება.

კვირის ამბები