

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ინიციატივა, რომლის ამოქმედების შედეგად დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ყადაღას და აღსრულებას არ დაექვემდებარება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.
კანონპროექტი რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს, საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით დამტკიცდა.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი