სპორტი
13.11.2026 11:11
„გორი“ „ოდიში 1919“-ს დაუპირისპირდება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრას გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს წინააღმდეგ გამართავს.

საფეხბურთო მატჩი 21 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.

გასული ტურის შეხვედრა გორის გუნდმა სართიჭალის „შტურმის“ წინააღმდეგ გამართა. თამაში გორელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ცნობისთვის, ამჟამად „გორი“ სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
კვირის ამბები