

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, II, III, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 960 ლარით განისაზღვრება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს. დაინტერესებულ პირებს გამოხმაურების ვადა 19 ნოემბერს ეწურებათ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი