კულტურა
12.11.2026 15:06
გორის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში 21-22 ნოემბერს მორიგ პრემიერას აანონსებენ.

ეჟენ იონესკოს პიესის - „ორთა ბოდვა“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მაყურებელს რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი წარუდგენს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია, თარგმანი და კოსტიუმები რევაზ შატაკიშვილს ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე მარიამ ოლგესაშვილია. სპექტაკლში კი გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ტატულაშვილი და კობა კოპაძე მონაწილეობენ.

ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge.

სპექტაკლი 19:00 დაიწყება.
კვირის ამბები