

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ.
სააგენტოს დირექტორმა ბექა გიუნაშვილმა სტუმრებს მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ის ვოლიერები დაათვალიერეს, სადაც ცხოველები საკარანტინე და პოსტოპერაციულ პერიოდს გადიან.
„სააგენტოში სტუმრობისას მოსწავლეებმა არაერთ მათთვის საინტერესო საკითხზე მიიღეს ინფორმაცია. რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; რა უფლებები აქვს ცხოველს; რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია და ა.შ.“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი