

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის პირველობას უმასპინძლა
აქტივობა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლა გახდა. მეორე ადგილი სოფელ კირბალის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გუნდმა კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. შეჯიბრი მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი თამაშების ეტაპებს მოიცავს.
გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორია სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი