იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების სერვისების მიღებას სთავაზობს.
მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურების მიღება იუსტიციის სახლის 128 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.
რაც შეეხება კონკრეტულ სერვისებს, დაინტერესებული პირები მომხმარებლად რეგისტრაციას, ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმებას, სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებას, დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღებას, დარიცხვის გადამოწმების მოთხოვნას, ბრუნვის ისტორიიდან პირადი ინფორმაციის გამოთხოვას შეძლებენ. უწყება, ასევე, გასცემს მრიცხველის, მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმების და მომარაგების დროებითი გათიშვის/აღდგენის მოთხოვნასაც.
„კომუნალური სერვისით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან იჯარის უფლების რეგისტრაციისას. მოქალაქეებისთვის გამარტივებული და სრულყოფილი მომსახურება იუსტიციის სახლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ უწყებაში.