

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლას საჩუქრად ბურთები გადაეცა.
საგანმანათლებლო დაწესებულებას სპორტული ინვენტარი ორგანიზაცია „Sport builidng“- მა გადასცა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით ღამბაშიძის თქმით, სპორტული ინვენტარით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქვახვრელის საჯარო სკოლაც აღიჭურვა.
„აქტივობის მიზანს სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს. ორგანიზაცია სპორტულ-საქველმოქმედო კამპანიას მომავალშიც გააგრძელებს“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი