ყველაფერი
11.11.2026 10:30
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2026 წლის 11 ნოემბერი უნიკალური ასტროლოგიური და ნუმეროლოგიური ენერგიის დღეა. ამ დღეს იხსნება ე.წ. „ოთხი ერთიანის პორტალი“ (11.11), რომელიც მიზნების დასახვის, სურვილების ჩაფიქრებისა და ცხოვრებისეული ტრანსფორმაციებისთვის საუკეთესო დროდ მიიჩნევა.

11 ნოემბრის ასტროლოგიური და ნუმეროლოგიური განლაგება ყველაზე პოზიტიურ, პროდუქტიულ და იღბლიან პირობებს მშვილდოსნისა და მერწყულისთვის ქმნის.

♈ ვერძი

მცირე გაუგებრობების გამო ნუ ინერვიულებთ. გამოიჩინეთ მოთმინება, იმოქმედეთ გააზრებულად და დღევანდელი დღის გამოცდილება სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

♉ კურო

ენერგიული და აქტიური დღეა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჰყვებით წვრილმან გაღიზიანებას და შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.

♊ ტყუპები

გამოიჩინეთ ინიციატივა სამსახურში. ნუ შეგეშინდებათ რისკის - დროა, დაასრულოთ ის პროექტები ან ურთიერთობები, რომლებმაც თავისი დრო უკვე ამოწურეს.

♋ კირჩხიბი

ეს დღე მაქსიმალურად საკუთარ თავს და პირად ურთიერთობებს მიუძღვნეთ. კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად და შინაგანი ემოციური ბალანსის აღსადგენად.

♌ ლომი

მშვენიერი პერიოდია როგორც საქმიანი, ისე პირადი კავშირების მოსაწესრიგებლად. მთავარია, გადაწყვეტილებების მიღებისას არ იჩქაროთ.

♍ ქალწული

შესაძლოა, დღე მცირე კონფლიქტით დაიწყოს, თუმცა, ინტუიცია დაგეხმარებათ იპოვოთ ბალანსი თქვენს ამბიციებსა და გარშემომყოფთა სურვილებს შორის. კარგი დღეა ახალი პროექტებისთვის.

♎ სასწორი

იყავით მაქსიმალურად გულწრფელი. ნუ შეეცდებით სხვების მოტყუებას „კეთილი განზრახვითაც“ კი, რადგან ეს თქვენს რეპუტაციას სერიოზულად დააზიანებს.

♏ მორიელი

ფინანსური თვალსაზრისით სტაბილური დღეა, რაც კარგია გააზრებული ინვესტიციებისთვის. ამასთანავე, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე სხვისი საიდუმლოებების მიმართ.

♐ მშვილდოსანი

მთვარე თქვენს ნიშანშია და 11.11-ის ენერგია უდიდეს თავდაჯერებას გმატებთ! თამამად დასახეთ ამბიციური გეგმები და ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი მიზნების შესახებ.

♑ თხის რქა

სასარგებლო დღეა თვითანალიზისთვის, წარსული შეცდომების გადასაფასებლად და სამომავლო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად.

♒ მერწყული

შესანიშნავი დროა მეგობრებთან კომუნიკაციის და გუნდური მუშაობისთვის. თქვენი იდეები გარშემომყოფთა მხარდაჭერას მარტივად მოიპოვებს.

♓ თევზები

ყურადღება გაამახვილეთ კარიერულ წინსვლაზე. ხელსაყრელი მომენტია ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

კვირის ამბები