გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო უროლოგიური კონსულტაციები გაიმართება
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო უროლოგიური კონსულტაციები გაიმართება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უფასო კონსულტაციები 14 ნოემბერს, 10:00-დან – 16:00 საათამდე გაიმართება და პაციენტების მიღებას კვალიფიციური ექიმი უროლოგი არსენ მურადაშვილი უზრუნველყოფს.
მსურველებმა ვიზიტის დასაჯავშნად წინასწარ უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 0322 12 12 01 (სამუშაო საათებში); 577 33 27 37 (არასამუშაო საათებში).