

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 30-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია), ოკუპაციურ თერაპიაში ან სპეციალურ განათლებაში, ასევე გავლილი ჰქონდეს პედაგოგთა პროფესიული უნარების 60 კრედიტიანი პროგრამა.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 450 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 19 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ. სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ელი ნოემბერია მითითებული.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი