სპორტი
10.11.2026 15:49
გორელი დავით ფსუტური ჭაბუკთა ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია

გორელი ძიუდოისტი დავით ფსუტური ჭაბუკთა ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორია.

სპორტსმენი 81 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ფსუტურმა ხუთ მოწინააღმდეგეს სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელ სპორტსმენთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთში გამართულ შეჯიბრში საქართველოს ღირსებას მხოლოდ გორელი ძიუდოისტი იცავდა.

დავით ფსუტური გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის მწვრთნელი ირაკლი ლომიძეა.

კვირის ამბები