

გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ანნა გოდელაშვილმა ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირი მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა.
გოდელაშვილი 72 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყირგიზი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
ანნა გოდელაშვილი კლუბ „ჩემპიონის“ აღზრდილია (მწვრთნელი გიორგი გოგშელიძე). სპორტსმენი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და ევროპის პრიზიორია.
საერთაშორისო ტურნირი 20-წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის ჩატარდა და 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებიც პირველობისთვის თერთმეტ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი