საზოგადოება
10.11.2026 11:42
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

თვითმმართველობების საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით გამართულ კონფერენციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან  ერთად დაესწრო.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის რიგით მე-17 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. გაიმართა პრეზენტაციები, რომლებზეც ასოციაციის, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და გამოცდილება წარადგინეს.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას, ასევე  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და აჭარის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწრებოდნენ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ამერიკის, კანადის და სამხრეთ აფრიკის ფინანსისტთა ასოციაციების პრეზიდენტებიც.

კვირის ამბები