
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე (შურა) მაისურაძის და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ცამეტი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
მოპოვებული მედლებიდან შვიდი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის, ექვსი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეების ანგარიშზეა.
ტურნირის გამარჯვებულები ნიკოლოზ გაგლოშვილი (38 კგ.) და ტატო ცხაოშვილი (62 კგ.) გახდნენ. მეორე საპრიზო ადგილი სალომე გაბოძემ (27 კგ.), აივაზე ემინოვმა (38 კგ.), გიორგი ოქროპირიძემ (41 კგ.), გიორგი ჭიღლაძემ (48 კგ) და საბა ვართანიანმა (68 კგ.) დაიკავეს. ანა გაბოძემ (27 კგ.), შალვა ბარამაშვილმა (44 კგ.), ლექსო გიგაურმა (48 კგ.), გიორგი გელიაშვილმა (48 კგ.), გაბრიელ მაისურაძემ (52 კგ.) და პაატა მურადაშვილმა (75 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ალექსანდრე (შურა) მაისურაძის და გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ონში ჩატარდა.