საზოგადოება
09.11.2026 17:04
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება

სასკოლო ფორმის შეძენა მე-2-მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის დეკემბრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

„საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ფუნქციონირებს.

ამჟამად  გორში ფორმების შეძენა ორ ლოკაციაზე: სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“ (მის:. გორი, სამეფო ქ. №70) და შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი“ (მის:. გორი, ცხინვალის გზატკ. № 9) ხორციელდება. იმ შემთხვევაში კი, თუ მშობელი ფორმის შეძენას დეკემბრის ჩათვლით ვერ შეძლებს, სასკოლო სამოსის ყიდვა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ონლაინ და პლატფორმა www.formebi.emis.ge-ზე მითითებულ მისამართებზე იქნება შესაძლებელი.

სასკოლო ფორმებთან და რეალიზაციის პუნქტებთან დაკავშირებული კითხვებისთვის კი უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2 200 220.

შეგახსენებთ, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლის და 1 ქვედაკაბისგან. როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის პიჯაკის ფასი 45 ლარი, ხოლო შარვლის 25 ლარია. ამასთან, მოკლე ქვედაკაბის ფასი 25 ლარით განისაზღვრა, 25 ლარი ღირს გრძელი ქვედაკაბაც.

კვირის ამბები