საზოგადოება
09.11.2026 12:17
„2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ - ახალგაზრდობის სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა

ახალგაზრდობის სააგენტომ კონკურსი - „2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ გამოაცხადა.

კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების საქმიანობის წახალისება, წარმატებული პრაქტიკის წარმოჩენა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაა.

„კონკურსში მონაწილეობითვის განაცხადების მიღება 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მონაწილეობა შეუძლია საქართველოს რეგიონებში მოქმედ ყველა მუნიციპალურ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს. საკონკურსო განაცხადების მიღება კი ელექტრონულ ფოსტაზეა - youthadvisorycouncils@youthagency.gov.ge შესაძლებელი.

გამარჯვებული გამოვლინდება საბჭოების საქმიანობის, მიღწეული შედეგების, საქმიანობის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მთავარი ჯილდო საერთაშორისო სასწავლო ვიზიტია“, - აცხადებენ სააგენტოში.

კონკურსი  ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის თანამშრომლობით ხორციელდება.

 

კვირის ამბები