სპორტი
09.11.2026 10:12
ფრენბურთელ გოგონათა გორის გუნდი კასპის ღია პირველობის გამარჯვებულია

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი კასპის ღია პირველობის გამარჯვებულია.

„გორმა" შეჯიბრი სეტის წაუგებლად დაასრულა. პირველ შეხვედრაში კასპის გუნდს (2:0) სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი გორელებმა ქარელის გუნდი 2:0 დაამარცხეს.

ტურნირზე „გორი“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ ბარჯაძე, მარიამ წულაია, ნანკა ლოქაბიძე, მარიამ აჯარი, ანასტასია კაპანაძე, ნატალია ჩილინგარაშვილი, კატო თოფჩიშვილი, ანასტასია როინიშვილი, მარიამ დათუნაშვილი, ბარბარე სილაგაძე, ტასო სამადალაშვილი, ანასტასია მოწყობილი, ანანო ბაბუციძე, ანანო ასკილაშვილი (მწვრთნელები: თინა ფსუტური, ნინო სირაძე).

ღია პირველობა კასპის სპორტული კომპლექსის დარბაზში ჩატარდა. შეჯიბრში კასპის, გორის, ქარელის და თბილისის გუნდები ასპარეზობდნენ.

კვირის ამბები