ყველაფერი
09.11.2026 10:05
9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ნოემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის საინტერესო, ემოციური და შინაგანი წონასწორობის პოვნის დღეა. ასტროლოგების ზოგადი პროგნოზით, ნოემბრის ეს კვირა საკმაოდ ინტენსიური და ენერგეტიკულად დატვირთულია. ამ დღეს მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ემოციების კონტროლი და საკუთარი ინტუიციის ნდობა.

ასტროლოგები ამ კვირის განმავლობაში ფინანსური სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ.

ეს დღე ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებების მომტანი ვერძისთვის, მორიელისა და კუროსთვისაა.

 

♈ ვერძი

ხელსაყრელი დღეა ძველი კონფლიქტების და ურთიერთობებში არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად. გამოიჩინეთ სიბრძნე და დათმობის უნარი. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ რუტინას და საყოფაცხოვრებო საქმეებს.

♉ კურო

მშვიდი და მოთმინებით სავსე დღეა. შესაძლოა, ვინმესგან უსიამოვნო სიტყვა მოისმინოთ, მაგრამ ემოციების კონტროლი ყველაფერს გაამარტივებს. პერიოდი კარგია სასიყვარულო სფეროში პოზიტიური ცვლილებებისთვის.

♊ ტყუპები

დღეს საკუთარ თავსა და შინაგან იმპულსებს უნდა მოუსმინოთ. დილიდანვე პოზიტიური განწყობა შეიქმენით. დღე ბევრ შესაძლებლობას და შანსს მოგიტანთ, საღამოს კი სრული განტვირთვა გელით.

♋ კირჩხიბი

გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში და ერიდეთ ნაჩქარევ ხარჯებს. დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ გადაღლას.

♌ ლომი

კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისთვის. იმოქმედეთ თანმიმდევრულად და ნუ აჰყვებით გარშემომყოფთა პროვოკაციებს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.

♍ ქალწული

ყურადღება მიაქციეთ პროფესიულ დეტალებს. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

♎ სასწორი

დღეს არ იჩქაროთ, აჩქარებამ, შესაძლოა, საქმე გაგიფუჭოთ ან უთანხმოება გამოიწვიოს. იარეთ თქვენი სტაბილური ტემპით. მოსალოდნელია კარგი ამბავი, რომელიც საკუთარ ძალებში დაგარწმუნებთ.

♏ მორიელი

თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია. გამოიყენეთ ეს დღე სამომავლო გეგმების დასახვისთვის და პრიორიტეტების დასალაგებლად, თუმცა, მოერიდეთ რადიკალურ ნაბიჯებს.

♐ მშვილდოსანი

კარგი დღეა ახალი ინფორმაციის მისაღებად და სწავლისთვის. შესაძლოა, ძველმა ნაცნობებმა თავი შეგახსენონ. ენდეთ საკუთარ წინათგრძნობას და ინტუიციას.

♑ თხის რქა

აქცენტი გააკეთეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. პარტნიორული ურთიერთობები დღეს მეტ დიპლომატიას მოითხოვს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

♒ მერწყული

მთვარის მდებარეობა თქვენს ნიშანში ემოციურ ფონს ზრდის. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას იყავით მაქსიმალურად გულწრფელი.

♓ თევზები

დღეს კარგია დასვენება და შინაგანი სამყაროს მოწესრიგება. მოერიდეთ ხმაურიან შეკრებებს და ენერგია მხოლოდ იმ საქმეებზე მიმართეთ, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

კვირის ამბები