

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გორში მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდება.
12 ნოემბერს, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (სტალინის ქ. №2) მოქალაქეები კვლევების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები თანამედროვე მეთოდებით და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
„სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი