კულტურა
06.11.2026 12:59
გორის თეატრში ხვალ პრემიერისთვის ემზადებიან

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ხვალ, 7 ნოემბერს საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან.

რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი მაყურებელს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს  წარუდგენს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება დაგეგმილია 8 და 28 ნოემბერსაც. წარმოდგენაში კი დაჩი ბაბუნაშვილი, ელენე დარჩია, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, გური შენგელია, ირაკლი სიქტურაშვილი, ნუკა ქევხიშვილი და კესანე ზაზუნაშვილი მონაწილეობენ.

მუსიკალური გაფორმება მარიამ კაპანაძეს ეკუთვნის (სპექტაკლში გამოყენებულია ჯანსუღ კახიძის მუსიკა). ქორეოგრაფი ნანა ბიბილაშვილი, მხატვარი სანდრო ჯავახიშვილი რეჟისორის თანაშემწე კი ალექსანდრე ოქროპირიძეა.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში (0370 27 79 32; 577 39 03 50) და საიტზე: biletebi.ge შეუძლია.
კვირის ამბები