
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში - World of Private Label International Trade Show 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან, 6 ნოემბრის 12:00 საათიდან დაიწყება.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსურველი დარეგისტრირებული იყოს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში. გამოფენაში მონაწილეობას კი შეძლებენ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას, ასევე მოვაჭრე სუბიექტები, რომელებიც გადამუშავებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებენ. გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება კი 20 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
„საერთაშორისო გამოფენას ამსტერდამი, ნიდერლანდების სამეფო 2027 წლის 25-26 მაისს უმასპინძლებს. ღონისძიება დაინტერესებულ პირებს კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში ყოველწლიურად 80 ქვეყნიდან 3 300-მდე კომპანია მონაწილეობს“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება მონაწილეობას, გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
წარმოებული და/ან სარეალიზაციო პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს; წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები; არ უნდა ჰონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა და არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.