

ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების შესახებ გადაწყვეტილებას კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალური კომისია იღებს რომლის წევრებიც სახალხო დამცველის ოფისის და სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.
„დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახს ექვსთვიანი ვადა ეძლევა, რათა შესასყიდად თავისივე შერჩეული სახლი წარმოადგინოს, რომელსაც სააგენტო საექსპერტო შეფასებების შემდეგ, 30 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.
პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი