

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფელ ბობნევში ურთიერთშელაპარაკებისას გუშინ დაჭრეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „გორმედის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„25 წლის ახალგაზრდა, რომელიც სხეულის ცეცხლნასროლი დაზიანებით გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ დროისთვის, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა „გორმედის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.
შემთხვევა გუშინ, სოფელ ბობნეში მოხდა. თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის I ნაწილით და 236 მუხლის III – IV ნაწილით დაიწყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს