

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერის ბიჭუნათა გუნდი იქმნება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, გუნდს ცნობილი ლოტბარი მიხეილ მცურავიშვილი უხელმძღვანელებს და 7-დან 14 წლის ჩათვლით ასაკის მოზარდები მიიღებიან.
საბუთების მიღება მიმდინარე თვის ბოლომდე გორის კულტურის ცენტრში იწარმოებს (გორი, მშვიდობის გამზირი 12/ა).
რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას, მსურველებმა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურათი და სტატუსის შესახებ ცნობა (არსებობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ.